ჩემპიონთა ლიგა. V ტური: "ლივერპულმა" საკუთარი ისტორია გადაწერა [VIDEO]

AutoSharing Option
21 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩების ნახევარი გაიმართა, თუმცა პლეი ოფში გასულ 4 გუნდს მხოლოდ ორი დაემატა - "რეალი", რომელმაც კვიპროსზე წირვა გამოუყვანა სუსტ აპოელ-ს და "ბეშიქთაში".

"ლივერპულს" ის დამართეს, რაც თავად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააკეთა 12 წლის წინათ. მაშინ სტამბოლში "წითლებმა" "მილანთან" ტაიმი 0:3 წააგეს, მაგრამ მეორეში ამოუქაჩეს და შემდეგ პენალტების სერიაში სულაც მოუგეს. ახლა კი იურგენ კლოპის გუნდმა იგივე ჩაიდინა, ოღონდ, პირუკუ - "სევილიას" მისსავე მოედანზე რობერტო ფირმინოს დუბლით და სადიო მანეს გოლის წყალობით 3:0-ს
უგებდა. მეორე ტაიმში კი ანდალუსიელებმა სასწაული მოახდინეს - ვისამ ბენ იედირის დუბლს მესამე კომპენსირებულ წუთზე გვიდო პისაროს გასროლა მოჰყვა - 3:3.

მართალია, ამან კლოპის გუნდის სატურნირო მდგომარეობაზე ცუდად ვერ იმოქმედა, რადგან ვერც მოსკოვის "სპარტაკმა" მოიგო შინ "მარიბორთან" მატჩში. საკმარისია, "ენფილდზე" გუნდმა არ წააგოს იმავე "სპარტაკთან"...

"სიტიმ" მოკრძალებული მოგება მიითვალა "ფეიენოორდზე", რითაც ჯგუფში I ადგილი გაინაღდა. პეპ გვარდიოლას გუნდი ბოლო ტურისთვის მთლად უმოტივაციოდ დარჩა.

დავით ხოჭოლავას "შახტარი" ნეაპოლში 0:3 გაანადგურეს (ქართველს არ უთამაშია - სათადარიგო იყო). ამით უკრაინელებმა გადაივადეს (შესაძლოა, დაკარგეს კიდევაც) პლეი ოფში გასვლის პერსპექტივა.

ახლა ურთიერთშეხვედრებში "ნაპოლი" უკეთესია და თუ "შახტარი" "სიტისთან" დათმობს... ერთი ეგაა, როგორც უკვე ვთქვით, "სიტი" აბსოლუტურად უმოტივაციოდ დარჩა და უკრაინაში სუსტ შემადგენლობას გაგზავნის.

"ბეშიქთაში" რომ კარგ ფორმაშია, თურქულმა კლუბმა "პორტუსთან" თამაშშიც დაადასტურა, რომელიც 1:1 დასრულდა. ამ ჯგუფში ბოლო ადგილი "გაინაღდა" "მონაკომ", რომელიც შარშანდელი გუნდის აჩრდილიღაა.

"რეალმა" 6:0 მოუგო აპოელ-ს, დუბლები შეასრულეს ქარიმ ბენზემამ და კრიშტიანო რონალდომ და განწყობაც გამოიკეთეს, თან, "სამეფო კლუბმა" მისია შეასრულა - მერვედფინალში გავიდა. "დორტმუნდი" შინ "ტოტენჰემთან" 1:2 დამარცხდა და ჩარჩა.

ფაქტები
  • კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 98 გოლი გაიტანა "რეალის" მაისურით. გუშინ მან ლიონელ მესის (ბარსელონა) გადაუსწრო ერთი გუნდის შემადგენლობაში ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით, რომელსაც 97 გოლი აქვს გატანილი.
  • კრიშტიანომ სულ 100 გოლი გაიტანა "რეალის" მაისურით ევროთასებზე.
  • კრიშტიანომ 2017 წელს 18 გოლი გაიტანა ლიგაზე, რაც კალენდარულ წელიწადში აბსოლუტური რეკორდია.
  • რობერტო ფირმინომ ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულის" ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. მან ანგარიში წუთისა და 25 წამის შემდეგ გახსნა. რეკორდი ეკუთვნოდა ფლორენ სინამა-პონგოლეს, რომელმაც 2005 წელს სწრაფი გოლი "ბეტისს" გაუტანა. ფირმინომ პონგოლეს მიღწევა ერთი წამით გააუმჯობესა.
  • მადრიდის "რეალი" გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე (მხოლოდ ლიგაზე) 50 საგარეო მატჩი მოიგო.
  • "სევილიამ" ერთი წლის განმავლობაში (ყველა ტურნირში) შინ არც ერთი მატჩი არ წააგო.
  • ვისამ ბენ იედერი 8 გოლით "სევილიას" ყველა დროის ბომბარდირი გახდა ლიგაზე, მან ფრედერიკ კანუტეს (7) გადაასწრო.
  • ლუკა მოდრიჩმა (რეალი) პირველი გოლი გაიტანა მას მერე, რაც მაისურზე 10 ნომერი აწერია.
  • "ლივერპულს" ასეთივე რამ "კრისტალ პალასთან" 2014 წელს შეემთხვა - 3:0-ს უგებდა და მატჩი 3:3 დასრულდა.
  • ფილ ფოდენი (სიტი) ინგლისელ ფეხბურთელებში მეოთხეა ახალგაზრდული ასაკით, ვისაც ლიგაზე უთამაშია. ფოდენი 17 წლისა და 177 დღისაა.
  • 2017 წელს ჰარი კეინმა "ტოტენჰემის" 39 ოფიციალურ მატჩში 39 გოლი გაიტანა.
  • "მონაკომ" შინ 4 გოლი 2009 წლის მერე პირველად გაუშვა (ყველა შეჯიბრებაში).
  • "ნაპოლიმ" სამი და მეტი გოლის სხვაობით სულ მეორედ მოიგო ამ შეჯიბრებაში (ჩემპიონთა თასის ჩათვლით), პირველად ეს 1990 წელს მოხდა.
  • შინჯი კაგავამ "დორტმუნდის" მაისურით მე-200 მატჩი ითამაშა.
E ჯგუფი
სპარტაკი-მარიბორი 1:1
გოლები: 1:0 ზე ლუიში (82), 1:1 მესანოვიჩი (90+2)
სპარტაკი (4-1-4-1): სელიხოვი - პეტკოვიჩი (73. ზობნინი), ტასკი, კუტეპოვი, კომბაროვი - ფერნანდო - ადრიანო, პოპოვი (63. მელგარეხო), პაშალიჩი (53. გლუშაკოვი), პრომესი - ზე ლუიში.
მარიბორი (4-1-4-1): ჰანდანოვიჩი - მილეცი, სულერი, ბილონგი, ვილერი - ვრჰოვეცი (46. ვრშიჩი) - ბაიდე (68. ჰოტიჩი), პიჰლერი, კაბა, ბოჰარი (83. მესანოვიჩი) - ტავარეში.

სევილია-ლივერპული 3:3
გოლები: 0:1 ფირმინო (2), 0:2 მანე (22), 0:3 ფირმინო (30), 1:3 ბენ იედერი (51), 2:3 ბენ იედერი (60), 3:3 პისარო (90+3)
სევილია (4-3-3): რიკო - მერკადო, გეისი, ლენგლე, ესკუდერო - ნზონზი (46. ვასკესი), ბანეგა, პისარო - სარაბია, ნოლიტო (73. მურიელი), ბენ იედერი (81. კორეა).
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - გომესი, ლოვრენი, კლავანი, მორენო (63. მილნერი) - ვეინალდუმი, ჰენდერსონი, კოუტინიო (63. ჩანი) - სალაჰი (87. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ფირმინო, მანე.


ბოლო ტური
6 დეკემბერი
მარიბორი-სევილია
ლივერპული-სპარტაკი

F ჯგუფი
მანჩესტ. სიტი-ფეიენოორდი 1:0
გოლი: 1:0 სტერლინგი (88)
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ოტამენდი, მანგალა, დანილო - გიუნდოგანი, ტურე (75. ფოდენი), დე ბრუინი (64. გაბრიელ ჟეზუში) - ბერნარდო სილვა, სტერლინგი (90+1. დიასი), აგუერო.
ფეიენოორდი (4-3-3): ჯოუნსი - დიკსი (72. ნიუვკოოპი), ვან ბეეკი, ტაპია, ჰაპსი - ამრაბატი, ტოორნსტრა, ვილენია - ბერგჰუისი (82. ბასაჩიკოღლუ), ლარსონი, ბუტიუსი (69. იორგენსენი).


ნაპოლი-შახტარი 3:0
გოლები: 1:0 ინსინიე (56), 2:0 ზელინსკი (81), 3:0 მერტენსი (83)
ნაპოლი (4-1-2-3): რეინა - მაჯო, ალბიოლი, კირიკეში, ჰისაი - დიავარა - ზელინსკი (86. მარიო რუი), ჰამშიკი (77. როგი) - კალიეხონი, მერტენსი, ინსინიე (65. ალანი).
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - ბუტკო, ორდეცი, რაკიტსკი, ისმაილი - ფრედი, სტეპანენკო (70. ალან პატრიკი) - მარლოში (79. დენტინიო), ტაისონი, ბერნარდი - ფერეირა.


ბოლო ტური
6 დეკემბერი
ფეიენოორდი-ნაპოლი
შახტარი-მანჩესტერ სიტი

G ჯგუფი
ბეშიქთაში-პორტუ 1:1
გოლები: 0:1 ფელიპე (29), 1:1 ტალიშკა (41)
ბეშიქთაში (4-3-3): ფაბრისიო - გონული, პეპე, ტოშიჩი (46. მედელი), ადრიანო - არსლანი, ჰათჩინსონი, ტალიშკა (88. ოზიაკუპი) - კუარეშმა (90+1. ნეგრედო), ბაბელი, თოსუნი.
პორტუ (4-2-3-1): ჟოზე სა - რიკარდო (80. კორონა), ფელიპე, მარკანო, ტელიესი - დანილო პერეირა, ერერა (90. რეიესი) - მაქსიმილიანო პერეირა - სერჟიო ოლივეირა, ბრაჰიმი - აბუბაკარი.


მონაკო-ლაიპციგი 1:4
გოლები: 0:1 ჟემერსონი (6-საკ. კარში), 0:2 ვერნერი (9), 0:3 ვერნერი (31-პენ), 1:3 ფალკაო (43), 1:4 ნ. კეიტა (45)
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - რაჯი, გლიკი, ჟორჟე, ჟემერსონი - ტილემანსი, ფაბინიო, მოუტინიო (83. კარილიო), რ. ლოპესი (66. გეზალი) - ბ. კეიტა (59. დიახაბი), ფალკაო.
ლაიპციგი (4-4-2): გულაში - კლოსტერმანი, ორბანი, უპამეკანო, ჰალსტენბერგი - ზაბიტცერი (35. დემე), კამპლი, ნ. კეიტა, ფორსბერგი (79. ლაიმერი) - პოულსენი, ვერნერი (58. ბრუმა).


ბოლო ტური
6 დეკემბერი
პორტუ-მონაკო
ლაიპციგი-ბეშიქთაში

H ჯგუფი
დორტმუნდი-ტოტენჰემი 1:2
გოლები: 1:0 ობამეიანგი (31), 1:1 კეინი (49), 1:2 სონი (76)
დორტმუნდი (4-1-2-3): ბიურკი (90+2. ვაიდენფელერი) - ტოლიანი, ბარტრა, ზაგადუ (78. ტოპრაკი), შმელცერი - ვაიგლი - კაგავა (66. კასტრო), გიოტცე - იარმოლენკო, გერეირო, ობამეიანგი.
ტოტენჰემი (3-5-2): ლორისი - დაიერი, სანჩესი, ვერტონგენი - ორიე, უინქსი, ერიქსენი (85. სისოკო), როუზი, ალი (81. დემბელე) - სონი, კეინი (86. ლორენტე).


აპოელ-რეალი 0:6
გოლები: 0:1 მოდრიჩი (23), 0:2 ბენზემა (39), 0:3 ნაჩო (41), 0:4 ბენზემა (45+1), 0:5 რონალდო (49), 0:6 რონალდო (54)
აპოელ (3-4-2-1): პერესი - ვუროსი, რეუდა, კარლაო - სალაი (60. ეფრემი), მორაიში (66. ებესილიო), ვინისიუში (59. ფარიასი), ლაგო - ზაჰიდი, ალონეფტისი - პოტე.
რეალი (4-3-3): კასილია - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო (58. ტეო ერნანდესი) - მოდრიჩი, კროოსი (58. სებალიოსი), ასენსიო - ლუკასი, რონალდო, ბენზემა (64. მაიორალი).


ბოლო ტური
6 დეკემბერი
ტოტენჰემი-აპოელ
რეალი-დორტმუნდი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სატურნურო ცხრილები რატო არაა? ნახეთ რუსულ და უცხოურ სპორტულ საიტებზე როგორ დაწვრილებით და ოპერატიულად ხდება ინფორმაციის მოწოდება და ისწავლეთ!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული