იურგენ კლოპი: სულ არ მაინტერესებს სხვა ინგლისური გუნდების ამბავი

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" გაბითურების (7:0) შემდეგ, "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 5 ინგლისური გუნდის გასვლაზე გააკეთა კომენტარი:

"ინგლისური კლუბების რენესანსი ლიგაზე? მართალი გითხრათ, სულ არ მაინტერესებს სხვა გუნდების ამბავი. თუმცა, ასე მგონია, ეს ნათლად ასახავს პრემიერლიგის დონეს. აქ ბევრი ძლიერი გუნდია. მიკვირს, აქამდე რატომ ვერ მივაღწიეთ ამას. კარგი ამბავია ინგლისური ფეხბურთისა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული