ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი: 34-ე გამარჯვება და ფაქტიურად განაღდებული 1/4-ფინალი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" 4:0 გაანადგურა გასვლაზე "ბაზელი" და ფაქტიურად  მეოთხედფინალის საგზური გაიფორმა.

ეს წყვილი გათამაშების ამ ეტაპზე ყველაზე არათანაბრად მიიჩნეოდა და ვარაუდი გამართლდა კიდეც. თუმცა, შვეიცარიული გუნდის მთლად ასე გაბითურებას ალბათ, არავინ არ ელოდა.

დებიუტში გიუნდოგანს ვაცლიკმა არ დაანება გოლის გატანა, მერე ედერსონთან პირისპირ გასულმა ობერლინმა ვერ გამოიყენა შანსი. სამაგიეროდ "ქალაქელებმა" გამოიყენეს, თანაც ოთხჯერ და მეტჯერაც შეეძლოთ ვაცლიკის დამწუხრება, მაგრამ სტუმრად 4:0-ის მოგებაც მშვენიერი შდეგია.

დუბლი გიუნდოგანმა შეასრულა, თითო-თითო გოლი კი ბერნარდო სილვამ და აგუერომ გაიტანეს.

"სიტიმ" მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 34-ე გამარჯვება მოიპოვა. ამდენი შეხვედრა ამ გუნდს მთელ გასულ სეზონში არ მოუგია.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი

ბაზელი-მანჩესტერ სიტი 0:4
გოლები: 0:1 გიუნდოგანი (14), 0:2 ბერნარდო სილვა (18), 0:3 აგუერო (23), 0:4 გიუნდოგანი (53)
ბაზელი (5-4-1): ვაჩლიკი - ლანგი, ჯაკა, ლაკრუა, სუჩი, რივეროსი - ელიუნუსი (85. ბუა), ფრაი, სერეი დი, შტოკერი (71. აიეტი) - ობერლინი.
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, კომპანი, ოტამენდი, დელფი - დე ბრუინი (63. დავიდ სილვა), ფერნანდინიო, გიუნდოგანი - ბერნარდო სილვა, სტერლინგი (57. სანე), აგუერო (85. დანილო).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული