ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი: "რეალის" 2-ბურთიანი ფორა და რონალდოს რეკორდები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრაში "რეალმა" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა პსჟ და "პარკ დე პრენსზე" ორბურთიანი ფორით მიემგზავრება.

ამ მატჩს მოუთმენლად ელოდა გულშემატკივარი, მადრიდელთა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ ეს რონალდოსა და ნეიმარის კი არა, არამედ "რეალისა" და პსჟ-ს დაპირისპირება იყო და ბრაზილიელს კრიშტიანოს დონის მისაღწევად ხუთი "ოქროს ბურთის" მოგება სჭირდება.

პსჟ-მ მატჩი კარგად დაიწყო და რაბიოს გოლით დაწინაურდა კიდეც, მაგრამ შესვენებაზე გასვლის წინ ლო ჩელსოსთან კონტაქტის შემდეგ საჯარიმოში კროოსი წაიქცა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც რონალდომ გამოიყენა.

ეს ამ
ტურნირზე "ბლანკოსში" მისი მე-100 გოლი იყო და რეკორდი დაამყარა (მე-2 ადგილზე 97 გოლით ლეო მესია). ამას გარდა, მან ლიგაზე ზედიზედ მე-8 მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მეორე ტაიმში თითქოს თანაბარი თამაში მიდიოდა, მაგრამ შეხვედრის დასასრულს ზიდანის განხორციელებულმა შეცვლებმა გაამართლა, ჯერ რონალდომ მიითვალა დუბლი, ხოლო შემდეგ მარსელომ მესამე გოლი გაიტანა და "სამეფო გუნდი" "პარკ დე პრენსზე" ორბურთიანი ფორით მიემგზავრება.

მოკლედ, გამოცდილებამ თავისი გაიტანა, თითქმის თანაბარ თამაშში "რეალმა" გაიმარჯვა და თუ ობიექტურნი ვიქნებით, "პარი სენ ჟერმენს" ძალიან გაუჭირდება მეოთხედფინალში გასვლა.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
რეალი-პსჟ 3:1
მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 78 158 მაყურებელი
გოლები: 0:1რაბიო (33), 1:1 რონალდო (45, პენ), 2:1 რონალდო (83), 3:1 მარსელო (86)
რეალი (4-4-2): კეილორ ნავასი, ნაჩო, რამოსი, ვარანი, მარსელო, კაზემირო (79. ვასკესი), მოდრიჩი, კროოსი, ისკო (79. ასენსიო), ბენზემა (68. ბეილი), რონალდო
პსჟ (4-3-3): არეოლა, დანი ალვეში, მარკინიოსი, კიმპემბე, ბერჩიჩე, ლო ჩელსო (84. დრაქსლერი), რაბიო, ვერატი, მბაპე, ნეიმარი, კავანი (66. მენე)
მკითხველის კომენტარები / 1 /
8 კი არა ზედიზედ 12 თამაშია გააქვს
ზვიადი
12:08 15-02-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული