ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი: ფირმინო ჟერარდს გაუტოლდა, მანემ ჰეთრიქი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში "ლივერპულმა" გასვლაზე "პორტუ" ანგარიშით 5:0 გაანადგურა და მეოთხედფინალის საგზური ფაქტობრივად გაიფორმა.

"ლივერპულმა" სტუმრად თავიდანვე შეუტია "პორტუს", მანემ ვეინალდუმის გადაწოდებულ ბურთს ერთი შეხებით მიუჩინა ადგილი მეტოქის კარში, მერე მილნერის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, სალაჰმა დამატებაზე ყველას დაასწრო და 0:2. ეს ამ სეზონში ეგვიპტელის 30-ე გოლია და სუარესის წასვლის შემდეგ ამ გუნდში ასეთი შედეგიანობით არავინ არ გამორჩეულა.

იურგენ კლოპის შეგირდებმა ნაანტრაქტევს შეგნებულად დაუთმეს მასპინძლებს ინიციატივა, თამაში კონტრშეტევაზე ააგეს და შედეგმაც არ დაახანა - მანემ კიდევ ორჯერ დაამწუხრა
ჟოზე სა, ერთი გოლი კი ფირმინომ გაიტანა. სხვათა შორის, ეს ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მისი მე-7 გოლია და სტივენ ჯერარდის საკლუბო რეკორდი გაიმეორა.

ერთი სიტყვით, "ენფილდზე" განმეორებითი შეხვედრა ფიქციაღაა.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
პორტუ-ლივერპული 0:5
პორტუ. სტადიონი "დრაგაო". 47 718 მაყურებელი
გოლები: 0:1 მანე (25), 0:2 სალაჰი (29), 0:3 მანე (53), 0:4 ფირმინო (69), 0:5 მანე (85)
პორტუ (4-5-1): ჟოზე სა, რეიესი, ტელესი, რიკარდუ პერეირა, მარკანო, სერჟიუ ოლივეირა, ერერა, მარეგა, ოტავიო (46. კორონა), ბრაიმი (62. უორისი), სოარესი (74. პასეინსია)
ლივერპული (4-4-2): კარიუსი, ლოვრენი, რობერტსონი, ალეკსანდერ-არნოლდი (79. გომესი), ვან დეიკი, ფირმინო (80. ინგზსი), მილნერი, სალაჰი, ვეინალდუმი, მანე, ჰენდერსონი (75. მატიპი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

მერვედფინალი მეოთხედფინალი ნახევარფინალი
ნახევარფინალი მეოთხედფინალი მერვედფინალი
ფინალი
2017/2018
იუვენტუსი
ტოტენჰემი
2:2
2:1
ბაზელი
მანჩესტერ სიტი
0:4
2:1
პორტო
ლივერპული
0:5
0:0
სევილია
მანჩესტერ იუნაიტედი
0:0
2:1
რეალი
პსჟ
3:1
2:1
შახტარი
რომა
2:1
0:1
ჩელსი
ბარსელონა
1:1
ბაიერნი
ბეშიქთაში
5:0
სიახლეები პოპულარული