უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

სერხიო რამოსი: დიდი ნაბიჯი გადავდგით მეოთხედფინალისაკენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში პსჟ-ს დამარცხების (3:1) შემდეგ კომენტარი "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა გააკეთა:

"ამ შეხვედრისთვის სერიოზულად მოვემზადეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მაქსიმალურად კონცენტრირებულად ვიასპარეზეთ. მომენტები გამოვიყენეთ, რასაც ადრე ვერ ვახერხებდით.

გაშვებულ გოლზე ფიქრის დრო არ გვქონდა. ჩვენ მოგებისთვის ვიბრძოდით. "რეალი" არ მომკვდარა. დიდი ნაბიჯი გადავდგით მეოთხედფინალისაკენ. თუმცა, ჯერ არაფერი არაა გადაწყვეტილი".