უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

იურგენ კლოპი: შეიძლება ითქვას, იდეალურად ვითამაშეთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში სტუმრად "პორტუს" გაბითურების (5:0) შემდეგ კომენტარი "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა გააკეთა:

"შეიძლება ითქვას, იდეალურად ვითამაშეთ. ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ მოწინააღმდეგე. ეს მოვახერხეთ. ამის მიღწევა როგორც წესი ძნელია.

დიდი სამუშაო შევასრულეთ. ბიჭებმა ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღეს, რაც უმთავრესია. შესვენებაზე მათ ვუთხარი, გადამწყვეტი მომენტი ის იყო, როდესაც სალაჰმა მოედნის ცენტრში ბურთი მოიპოვა - მეთქი. მაშინ 2:0-ს ვიგებდით და საქმისადმი ასეთი მიდგომა სამაგალითოა.

ყველა ჩემმა ფეხბურთელმა შესანიშნავად იასპარეზა. სხვანაირად ასეთი შედეგი არ მიიღწევა. რობერტსონმა დიდებული მატჩი ჩაატარა, მანე საუკეთესო იყო,
ხოლო ფირმინომ კოლოსალური სამუშაო გასწია".
ასევე დაგაინტერესებთ