უნაი ემერი: 1:1-ზე მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილება "რეალს" ძალიან დაეხმარა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "რეალთან" დამარცხების (1:3) შემდეგ პსჟ-ს მწვრთნელმა უნაი ემერიმ მსაჯის შეცდომაზე გაამახვილა ყურადღება:

"მე არ დამინახავს, მაგრამ მითხრეს, რომ რამოსმა საჯარიმოში ხელით ითამაშა... ეს რეფერის საქმეა, თუ პენალტია, უნდა დანიშნოს.

თავს არ ვიმართლებ. თუ ობიექტური მსაჯობა იქნება, შეგვიძლია ბლანკოსის ბარიერი გადავლახოთ. 1:1-ზე მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილება "რეალს" ძალიან დაეხმარა. ამის მერე უკეთ ვთამაშობდით, ბურთს ვაკონტროლებდით, შეგვეძლო მეორე გოლის გატანა, მაგრამ არბიტრის საეჭვო გადაწყვეტილება "რეალს" თამაშის შემოტრიალებაში დაეხმარა.

ჩვენს მეტოქეს სახიფათო კონტრშეტევები ეხერხება. უფრო აკურატულად რომ გვეთამაშა და
მსაჯსაც არ მიეღო საეჭვო გადაწყვეტილება, შეგვეძლო მატჩი ფრედ დაგვესრულებინა, ან მოგვეგო კიდეც.

"რეალი" ფავორიტია, რადგან უკანასკნელი ოთხი გათამაშებიდან სამში გაიმარჯვა. თუმცა, ჩვენ შემდეგ ეტაპზე შეგვიძლია გავიდეთ".
მკითხველის კომენტარები / 8 /
პსჟ საპნის ბუშტი გუნდია. პრეზიდენტი როგორც ჩანს ძალიან ერევა მწვრთნელის საქმეებში, თორემ რომელი მწვრთნელი მოითხოვდა პერსპექტიულ მბაპეს 180 მილიონად და სკამზწ დასვამდა ნეიმარს და დრაქსლერს? ნეიმარიც უბრალოდ ძალიან კარგი "ტეხნარია", სიდიადემდე ბევრი უკლია. ვერ გახდება ისეთი როგორც რონალდო და მესი არიან თავიანთი გუნდებისთვის.
1
ყველაფერი რეალის სასიკეთოდ აეწყო ამ მატჩში,რაც ლა ლიგაში არ უმართლებდათ აქ გაუმართლათ.ემერის შეცდომა ლე-ცელსოს დაყენება და სილვას და დი-მარიას სკამზე დასმაა.ნეიმარმა უფრო მაგარი ფეხბურთი ითამაშა ვიდრე რონალდუმ მაგრამ შედეგისთვის საკმარისი არ გამოდგა.განმეორებითში აუცილებლად პსჟ მოიგებს და გავა
jino7
13:39 15-02-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული