ზინედინ ზიდანი: შესანიშნავი გამარჯვება მოვიპოვეთ

AutoSharing Option
პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა "რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა ასე შეაფასა:

"მთელი 90 წუთი კარგად ჩავატარეთ. მაღალ პრესინგს მივმართეთ და მაშინაც ჩვენს ფეხბურთს ვთამაშობდით, როდესაც მოწინააღმდეგე დაწინაურდა. ეს დამსახურებული გამარჯვებაა. ძნელია ყოველდღე ერთი და იმავეს ლაპარაკი - რონალდო დიად საქმეებს აკეთებს.

შესანიშნავი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ წინ ურთულესი მატჩი გველის. გასულ სეზონში ვნახეთ, რომ გასვლაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენს მოგებაში გულშემატკივრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ერთი წუთითაც არ შეუწყვიტავთ ჩვენი მხარდაჭერა, თვით გაშვებული გოლის შემდეგაც.

დღეს გამარჯვებით დავტკბებით, ხვალიდან კი განმეორებით
მატჩზე ვიფიქრებთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული