მარიო ბასლერი: ვინმემ კლუბში უნდა უთხრას ბუფონს, რომ დროა წავიდეს

AutoSharing Option
ყოფილი გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი მარიო ბასლერი ფიქრობს, რომ ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონის თამაში ლონდონის "ტოტენჰემთან" (2:2), რომელიც იდეალურისგან შორსაა, ამტკიცებს, რომ იტალიელმა დროა, კარიერა დაასრულოს.

"ჯიჯი შთამბეჭდავი მეკარე იყო, მაგრამ ზოგჯერ წასვლის სწორ მომენტს ხელიდან ვუშვებთ. მან ეს მომენტი გაუშვა. ვინმემ კლუბში ან მთავარმა მწვრთნელმა უნდა უთხრას ამის შესახებ. შესაძლოა, მას ნამდვილად სურს ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ ის საერთაშორისო დონის მეკარე აღარაა. "იუვენტუსი" მასთან ერთად ამ ტიტულს ვერ მოიგებს", - თქვა ბასლერმა Sport1-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ბუფონმა სანაკრებო
კარიერის დასრულების შემდეგ ნოემბერში განაცხადა, მას შემდეგ, რაც იტალია მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ გავიდა.

თუმცა შემდეგ მეკარემ აღნიშნა, რომ მზადაა, თავის გადაწყვეტილებას გადახედოს, თუ ის ნაკრებს დასჭირდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
100 % ვეთანხმები, იტალია რომც გასულიყო მსოფლიოზე დაღუპავდა გუნდს, აღარა აქვს ის რეაქცია და უნდა მიხვდეს,ამ ბოლო დროს ბევრი შეცდომა დაუშვა, ჩამოთვლა შორს წგვიყვანს. ასე მოუვიდა სუბისარეტას, სიმენს, შილტონს თავის დროზე და ამასაც ეგრე მოუვა თუ დროზე არ წავიდა, ეს სხვა ახალგაზრდა მეკარესაც ატორმუზებს ეხლა...
10
თუ არ მიეცი ახალგაზრდებს შნსი არც ეყოლება არც იუვეს და არც იტალიის ნაკრებს არასდროს კარგი მეკარე.მე არ ვიძახი ბუფონი ცუდი მეკარეაო, ეგ როგორ უნდა ვთქვა, მარა უკვე აღარ აქვს ის რეაქცია რაც ამ დონეზე თამაშს ჭირდება, სადაც იდგა იქ გაუშვა გოლი. შესარჩევის თამაში გაიხსენეთ ესპანეთთან ჯარიმიდან გაშვებული გოლი. მაინც წასასვლელია და წავიდეს და ის ახალგაზრდა დააყენონ ჯობია და გაზარდონ, თვითონაც ეგრე მოვიდა ნაკრებში ანჯელო პერუცი ამოაგდო ძირითადიდან და იმის მერე დაიწყო და დაიწყო.კასილასსაც დროზე მიეცა შანსი და ხო ნახეთ მერე როგორი ახალგაზრდა იტყო რო დაიწყო და სადამდეც მივიდა, ასე უნდა ათამშო ვინმე რო მომავალში კარგი მეკარე ყავდეს, კარში კაცი 100 წლამდეც შეიძლება იდგეს მარა როგორ იდგება ისაა საქმე...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული