უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"რომას" ფეხბურთელები უკრაინულმა ყინვამ გააოცა

AutoSharing Option
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში დავით ხოჭოლავას "შახტარი" "რომას" უმასპინძლებს. "ჯალოროსი" დღეს უკრაინაში ჩაფრინდა და ფეხბურთელები განცვიფრებულნი დარჩნენ ამინდით - ხარკოვში -6 გადუსია, ხვალ კი -10 იქნება.

გუნდის მწვრთნელ ეუსებიო დი ფრანჩესკოს აფრთხობს სიცივე და თოვლი, რადგან ამპლიტუდურმა ცვლილებამ (იტალიის დედაქალაქში ტემპერატურა +11 გრადუსია) შეიძლება მის მოთამაშეებზე უარყოფითად იმოქმედოს.

"რომას" ფეხბურთელები ხარკოვში სურათებს იღებენ და სოციალურ ქსელებში ავრცელებენ, რადგან ასეთ კლიმატურ პირობებში მათი უმეტესობა ადრე არასოდეს მოხვედრილა.