სესკ ფაბრეგასი "ბარსელონასთან" მატჩზე: ძალიან სამწუხაროა, ძალიან

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა "ბარსელონასთან" (1:1) ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან სამწუხაროა, ძალიან. მომეჩვენა, რომ კარგად ვთამაშობდით და გეგმას ვასრულებდით. "ჩელსი" კომპაქტურად და თავდაჯერებულად მოქმედებდა. ვთამაშობდით, როგორც გუნდი და ბევრი მომენტი შევქმენით.

ვილიანს ჰეთ-თრიქის შესრულება შეეძლო, მაგრამ შინ დამწუხრებულები დავბრუნდებით, რადგან შესანიშნავი თამაში კარგი შედეგით ვერ დავასრულეთ.

თუმცა დაპირისპირება ჯერ არ დასრულებულა. "ჩელსიმ" შესანიშნავი თამაში "კამპ ნოუზე" უნდა აჩვენოს, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

ასეთ მეტოქესთან შესახვედრად ძლიერი თვისებები უნდა გქონდეს. "კამპ ნოუზე" უნდა შევუტიოთ და
გავიტანოთ. იქ 90 წუთის განმავლობაში თავის დაცვა მარადიულობა და თვითმკვლელობის მისიაა. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ", - თქვა ფაბრეგასმა BT Sport-თან საუბარში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სესკ, კარაქიანი პური ხომ არ გინდა? "კამპ ნოუზე" შანსები 70-30-ზეა ბარსას სასარგებლოდ. გეთანხმები რომ მართლაც კარგად ითამაშეთ, მაგრამ სხვაობამ კლასში, მაინც თავისი გაიტანა. თქვენ ხომ მესი არ გყავთ !!!!
gaga
10:39 21-02-2018
2
ნუ, მარადიულობა თუა, ჰოო ;)
ჰმ
10:17 21-02-2018
0

სიახლეები პოპულარული