ტიბო კურტუა: არა მგონია, პერესმა პირადად დამირეკოს

AutoSharing Option
"ჩელსის" მეკარე ტიბო კურტუამ ამას წინათ განაცხადა, რომ რადგან თავისი ორი შვილი მადრიდში ცხოვრობს, მისი გული ესპანეთის დედაქალაქშია. ამის შემდეგ ჟურნალისტებმა დაასკვნეს, რომ ბელგიელ გოლკიპერს "რეალში" სურს გადასვლა. ვითარება თავად კურტუამ განმარტა.

"ჩემს მომავალთან დაკავშირებით არ ჩამოვყალიბებულვარ. მე ვთქვი, რომ ჩემი გული მადრიდშია, მაგრამ ამ სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინეს. დიახ, ესპანეთში, მადრიდში ცხოვრობენ ჩემი შვილები და ეს ჩემთვის ადვილი არაა.

"არისტოკრატებთან" კონტრაქტი მომავალ წელს მეწურება, ყველაფრით კმაყოფილი ვარ და გაგრძელებაზე ვაწარმოებ მოლაპარაკებას. "ჩელსიმ" პირველი შანსი მომცა და ამის დავიწყება არ
შეიძლება.

არა მგონია, "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა პირადად დამირეკოს. ის ჩემს აგენტს დაუკავშირდება, მე კი მას მოვუსმენ", - განაცხადა ტიბომ Cadena COPE-ის ეთერში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული