ჟოზე მოურინიო ჟურნალისტს: შეიძლება გადაგეხვიოთ? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, "სევილიასთან" გასვლით შეხვედრაში 0:0 ითამაშა. "წითელი ეშმაკების" მხრიდან მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო 21 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინი იყო.

ჟურნალისტმა პორტუგალიელ სპეციალისტს პრესკონფერენციამდე კითხვა სწორედ მაკტომინის შესახებ დაუსვა, რაც მოურინიოს ძალიან მოეწონა და ჟურნალისტს მიმართა:

"შეიძლება გადაგეხვიოთ? პრესკონფერენციაზე სკოტის შესახებ საუბარს ისედაც ვაპირებდი. იგი მოედანზე შესანიშნავად გამოიყურებოდა და მან ევერ ბანეგა გაანეიტრალა", - აღნიშნა მოურინიომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული