ჯორჯო კიელინი: ვიცოდით, "ტოტენჰემი" ბევრ მომენტს ანიავებს და შანსს ველოდით

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მცველმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ტოტენჰემის" დამარცხება სჯეროდათ:

"ჩვენთვის შესანიშნავი ღამეა. ვიცოდით, გაგვიჭირდებოდა და ისიც ვიცოდით, რომ "ტოტენჰემი" ბევრ მომენტს ანიავებს და შანსს ველოდით. გვჯეროდა გამარჯვების.

პირველი ტაიმის ბოლოს მივხვდით, რომ სიმშვიდის შენარჩუნება გვმართებდა და შანსი კიდევ გვექნებოდა. საკუთარ თამაშზე უნდა მოგვეხდინა კონცენტრაცია და როდესაც მომენტი გვექნებოდა, გოლი გაგვეტანა. ჩვენ ეს შევძელით".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული