კლოპი: ჩემი გუნდები გვარდიოლასაზე ყოველთვის სუსტები იყვნენ, ახლა განსხვავება მინიმალურია

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა "მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩის წინ თავისი და პეპ გვარდიოლას გუნდები შეადარა:

"დიდი განსხვავება არაა. უბრალოდ, ჩემი გუნდები გვარდიოლასაზე ყოველთვის სუსტები იყვნენ. ავიღოთ "სიტი". პრემიერლიგაზე ჩვენზე გაცილებით მეტი ქულა აქვთ.

თუმცა, განსხვავება არასოდეს არ ყოფილა ისეთი უმნიშვნელო, როგორიც ახლაა. როდესაც მე "დორტმუნდს" ვედექი სათავეში და ის "ბაიერნს", მაშინ განსხვავება უზარმაზარი იყო.

როცა პეპი "ბარსელონას" წვრთნიდა, მე კი "მაინცს", მაშინ სრულიად განსხვავებული ვითარება გახლდათ. ის გუნდი იმდენ ხანს ფლობდა ბურთს, რამდენ ხანსაც მე ცხოვრებაში არ
მქონია ბურთი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული