უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"რომას" "ბარსელონასთან" შეხვედრაში თურქი ფორვარდი დააკლდება

AutoSharing Option
"რომას" ფორვარდი ჩენგიზ უნდერი "ბარსელონას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ამის შესახებ იტალიური პრესა იუწყება.

თურქ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს, რის გამოც "ბოლონიასთან" დაპირისპირებაც გამოტოვა.

"ჯალოროსის" გულშემატკივართათვის კი კარგი ამბავი ისაა, რომ გამოჯანმრთელდა და თამაშისთვის მზადაა ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი.

"ბარსელონასა" და "რომას" მატჩი ხვალ, "ნოუ კამპზე", 22:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Forzaitalianfootball.com-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ