ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: სუპერსენსაცია - "რომამ" "ბარსელონა" გამოაგდო! [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში "რომამ" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა "ბარსელონა" და ნახევარფინალში გავიდა.

ამ შეხვედრის წინ რომაული გუნდის მწვრთნელმა დი ფრანჩესკომ განაცხადა, რომ "ჩელსის" 3:0 მოუგეს და ეს ანგარიში აწყობდათ. მე-6 წუთზე კი ანგარიში იმ ჯეკომ გახსნა, რომელმაც "კამპ ნოუზე" 1:4 წაგება მსაჯებს დააბრალა. მან დე როსის გადაცემა მიიღო, ცენტრალურ მცველებს გაექცა და ბურთს ადგილი ტერ შტეგენის კარის ბადეში მიუჩინა.

მასპინძლებს ამის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ იერიშები და 28-ე წუთზე შიკმა ახლო მანძლიდან თავურით ააცილა ბურთი კარს. ჯალოროსი შეტევაში აქცენტს
მაღალ გადაცემებზე აკეთებდა, სადაც აშკარად სჯაბნიდნენ მოწინააღმდეგის მცველებს. 36-ე წუთზე ჯეკოს ტერ შტეგენმა არ დაანება მეორე გოლის გატანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა თითქოს თავი დააღწიეს მეტოქის პრესინგს და ბურთზე კონტროლი დაამყარეს. თუმცა, კონტრეშეტევაზე პიკემ ჯეკო მოცელა და თერთმეტმეტრიანი დე როსიმ გამოიყენა - 2:0. 82-ე წუთზე კი მანოლასმა მესამედ დაამწუხრა "ბარსა" და "რომა" 34 წლის შემდეგ პირველად გავიდა ამ ტურნირის ნახევარფინალში, ასულგრანა კი ზედიზედ მესამედ გამოეთიშა გათამაშებას მეოთხედფინალიდან.


რომი. "ოლიმპიკო". 56 580 მაყურებელი
რომა - ბარსელონა 3:0
გოლები: 1:0 ჯეკო (6), 2:0 დე როსი (58, პენ), 3:0 მანოლასი (82)
რომა: ალისონი, მანოლასი, ფასიო, ჟუან ჟეზუში, ფლორენცი, ნაინგოლანი (ელ შაარავი 74), სტროოტმანი, დე როსი, კოლაროვი, შიკი (უნდერი 73), ჯეკო

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედო (დემბელე 85), პიკე, უმტიტი, ალბა, სერხი რობერტო, ბუსკეტსი (ალკასერი 85), რაკიტიჩი, ინიესტა (ანდრე გომეში 81), მესი, სუარესი

მატჩის შემდგომი კომენტარები:

▶ ეუსებიო დი ფრანჩესკო: ჩვენი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ...
▶ ერნესტო ვალვერდე: ეს ფეხბურთია და ხანდახან უნდა იტანჯო
მკითხველის კომენტარები / 21 /
თურმე პსჟ-რომ მოუგეს მაგრები იყვნენ და მაგიტომ მოუგეს და რომამ რომ მოუგო გაყიდული იყო კარგით რა უბრალოთ თქვით რომ აჯობა რომამ და მიულოცეთ რატომ იბოღმებით
ტოტტი
16:29 11-04-2018
0
ბარსელონა იდგა ისინი არ თუ ვერ თამაშობდენ,შეიძლება გიპნოზი ქონდათ გაკეთებული,მოკლედ ეს არ იყო მაღალი კლასის გუნდი,ეს იყო საშუალო დონის გუნდი,რომელმაც ასევე საშუალო დონის კლუბთან წააგო,ამ მატჩში მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა ნაკლებად ჩანდა,ან საერთოდ თუ ჩანდა,არ მინდა ვიფიქრო,რომ ეს შეხვედრა მავანთა გეგმის მიხედვით ჩატარდა,თუ ასეა ფეხბურთი მართლა მომკვდარა.
nikolozi
16:00 11-04-2018
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული