ედინ ჯეკო: ჯერ არასდროს მინახავს, "ბარსელონას" ამდენი პრობლემა შექმნოდა

AutoSharing Option
"რომას" ბომბარდირმა ედინ ჯეკომ "ბარსელონასთან" (3:0) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში გამარჯვების შემდეგ სიხარული არ დამალა.

"ახლა ნახევარფინალში ვთამაშობთ და ძალიან მიხარია, რომ "რომაში" დავრჩი. ვფიქრობ, კლუბშიც ბედნიერები არიან. მოდით, ნუ ვილაპარაკებთ ტრანსფერზე. ფულს არ აქვს მნიშვნელობა.

შესაძლოა, უკეთესი ჯერ კიდევ წინაა. თუ ისეთი ფეხბურთი ვაჩვენეთ, როგორიც დღეს, მაშინ ნებისმიერ მეტოქეს გავუწევთ წინააღმდეგობას.

"ბარსელონას" სამჯერ გავუტანეთ. ჯერ არასდროს მინახავს, "ბარსელონას" ამდენი პრობლემა შექმნოდა. პირველივე წუთებიდან ზეწოლას ვახდენდით ესპანელებზე.

რამდენად შორს შეგვიძლია გასვლა? ფინალში, ამის იმედი მაქვს. არავის სჯეროდა ჩვენი, მაგრამ
პირველად გავედით ნახევარფინალში. ძლიერი მეტოქე გველის, მაგრამ "ბარსელონაც" ძლიერი იყო.

ბედნიერი ვარ, რომ ნახევარფინალის წილისყრის დროს ჩემს "რომას" დავინახავ", - ციტირებს ჯეკოს სიტყვებს ITA Sport Press-ი.

▶ DAJEEEEEEEEeifefefbejf - "რომას" "ტვიტერი" მოგების შემდეგ უბრალოდ გაგიჟდა!
▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: სუპერსენსაცია - "რომამ" "ბარსელონა" გამოაგდო! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაიწყეს ყეფა
grita
16:05 11-04-2018
1

სიახლეები პოპულარული