რა უნდა იცოდეთ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის 1/2-ფინალების წილისყრაზე

AutoSharing Option
დღეს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ჩვენი დროით 14:00 საათზე ევროპა ლიგის წილისყრა ჩატარდება, ხოლო 15:00 საათზე - ჩემპიონთა ლიგის.

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის ოთხივე გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია.

ესენი არიან: "ლივერპული" (ინგლისი), "რომა" (იტალია), მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია), მადრიდის "რეალი" (ესპანეთი)

გუშინ, 12 აპრილს გაირკვა ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მონაწილე გუნდებიც. ესენია:

ლონდონის "არსენალი", "ზალცბურგი" (ავსტრია), მადრიდის "ატლეტიკო" (ესპანეთი), "მარსელი" (საფრანგეთი)

აღსანიშნავია, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, როცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ოთხი სხვადასხვა ქვეყნის
გუნდი გავიდა.

რა უნდა ვიცოდეთ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის წილისყრის შესახებ?

  • 1/2-ფინალში ყველა გუნდს შეუძლია ერთმანეთს შეხვდეს და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს
  • ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური წყვილების ვინაობას ფინალური შეხვედრის ელჩი ანდრეი შევჩენკო გამოავლენს
  • ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური მატჩები 24/25 აპრილსა და 1/2 მაისს შედგება
  • ევროპა ლიგის 1/2-ფინალური მატჩები 26 აპრილს გაიმართება, საპასუხოები - 3 მაისს
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს 26 მაისს კიევის "ოლიმპიისკის" სტადიონი უმასპინძლებს
  • ევროპა ლიგის ფინალურ მატჩს 16 მაისს ლიონის "სტედ დე ლიონი" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული