ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის ოთხივე გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია.
ესენი არიან: "ლივერპული" (ინგლისი), "რომა" (იტალია), მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია), მადრიდის "რეალი" (ესპანეთი)
გუშინ, 12 აპრილს გაირკვა ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მონაწილე გუნდებიც. ესენია:
ლონდონის "არსენალი", "ზალცბურგი" (ავსტრია), მადრიდის "ატლეტიკო" (ესპანეთი), "მარსელი" (საფრანგეთი)
აღსანიშნავია, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, როცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ოთხი სხვადასხვა ქვეყნის
რა უნდა ვიცოდეთ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის წილისყრის შესახებ?
- 1/2-ფინალში ყველა გუნდს შეუძლია ერთმანეთს შეხვდეს და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს
- ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური წყვილების ვინაობას ფინალური შეხვედრის ელჩი ანდრეი შევჩენკო გამოავლენს
- ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური მატჩები 24/25 აპრილსა და 1/2 მაისს შედგება
- ევროპა ლიგის 1/2-ფინალური მატჩები 26 აპრილს გაიმართება, საპასუხოები - 3 მაისს
- ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს 26 მაისს კიევის "ოლიმპიისკის" სტადიონი უმასპინძლებს
- ევროპა ლიგის ფინალურ მატჩს 16 მაისს ლიონის "სტედ დე ლიონი" უმასპინძლებს.