ესპანელმა და იტალიელმა ჟურნალისტებმა მადრიდის "რეალისა" და ტურინის "იუვენტუსის" შეხვედრის დასრულების შემდეგ "სანტიაგო ბერნაბეუს" პრესზონაში იჩხუბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი რობ ჰარისი ავრცელებს.
კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, რომ სტადიონის უსაფრთხოების სამსახურს პრესზონიდან ყველა ჟურნალისტის გაყვანა მოუწია.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში 2-რაუნდიან დაპირისპირებაში მადრიდის "რეალმა" ტურინის "იუვენტუსი" 4:3 დაამარცხა.
▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალი" 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გავიდა ნახევარფინალში[VIDEO]