"რა თქმა უნდა, პენალტი არ ყოფილა. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ უეფამ თავის ევროტურნირებზე სასწრაფოდ ვიდეოგამეორება უნდა შემოიღოს.
მსაჯს ეს ეპიზოდი განმეორებით რომ ენახა, დარწმუნებული ვარ, პენალტს არ დადებდა.
ყველას თავისი მოსაზრება აქვს, მაგრამ ფაქტი ერთია, ჩვენ ამ გადაწყვეტილებამ ტურნირის მიღმა დაგვტოვა", - აღნიშნა ანიელიმ.
▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალი" 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გავიდა ნახევარფინალში[VIDEO]
რაც შეეხება პენალტის 100%-იანობას, ამაზე ჩემზე უფრო კომპეტენტურმა ხალხმა გამოთქვა თავისი აზრი, და მათ შორის ზოგიერთი ესპანელი არბიტრიც თვლის, რომ პენალტი არ ყოფილა. არ ვდაობ ამაზე; უბრალოდ, მინდა რეალის ფანებს ვკითხო: გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, ანალოგიურ ვითარებაში, ტურინში, დაუდებდა მსაჯი იუვენტუს პენალტს?