ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 13 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია)-მადრიდის "რეალი" (ესპანეთი)
"ლივერპული" (ინგლისი)-"რომა" (იტალია)

მიუნხენის "ბაიერნსა" და მადრიდის "რეალს" შორის გამარჯვებული ფინალში ნომინალური მასპინძელი იქნება.

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 24/25 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხოები 1/2 მაისს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს 26 მაისს კიევის "ოლიმპიისკის" სტადიონი უმასპინძლებს.


▶ ევროპა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 7 /
ისტორიას გადახედეთ და თავი შეიკავეთ ბაიერნის ფინალისტად გამოცხადებისაგან.
real madrid
13:16 16-04-2018
0
გამოვლენ პროფესორები და თავიანთი ბრძნული აზრით ამბობენ რომას ბარსამ მიცა თამაშიო . იუვესთვის რომ პენალტი არ დაედოთ იუვეც გასული იყო იგივეს იტყოდნენ იუვენტუსზეც მერე ვიღაც პროფესორზე ჭკვიანი იტყოდა ძალათ გაიყვანეს იტალიური გუნდებიო , ბუფონს რომ მოეგო თასი ბუნს ძალათ ააღებინეს თასიო კარგით რა კარგით დაოკდით ყველა ვინც ფიქრობთ რომ ბარსამ რომას მიცა თამაში
ტოტტი
17:58 13-04-2018
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული