უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 13 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია)-მადრიდის "რეალი" (ესპანეთი)
"ლივერპული" (ინგლისი)-"რომა" (იტალია)

მიუნხენის "ბაიერნსა" და მადრიდის "რეალს" შორის გამარჯვებული ფინალში ნომინალური მასპინძელი იქნება.

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 24/25 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხოები 1/2 მაისს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს 26 მაისს კიევის "ოლიმპიისკის" სტადიონი უმასპინძლებს.


▶ ევროპა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია
ასევე დაგაინტერესებთ