უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

კარლ-ჰაინც რუმენიგე: თუ ვინმეს შეუძლია "რეალის" დამარცხება, ეს "ბაიერნია"

AutoSharing Option
"ბაიერნის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" მომავალ დაპირისპირებაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება:

"ჩვენ კონცენტრაციის შენარჩუნება გვმართებს. თუ ვინმეს შეუძლია ახლა "რეალის" დამარცხება, ეს "ბაიერნია".

ამ გუნდების პირველი შეხვედრა 25 აპრილს - მიუნხენში, განმეორებითი კი 1-ელ მაისს მადრიდში გაიმართება.

რუმენიგემ აგრეთვე თქვა, რომ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. შესაძლოა, ევროპაში საუკეთესო "ცხრიანია". ვისაც უნდა, დაენაძლევება, რომ მომავალ სეზონშიც "რეკორდმაისტერში" ითამაშებს და მათი ნებართვის გარეშე "ბაიერნის" ვერც ერთ ფეხბურთელს ვერავინ ვერ შეიძენს.