იურგენ კლოპი: "რომას" ცუდად ვიცნობ, სალაჰისთვის კი მადლობელი ვარ

AutoSharing Option
დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპული" "რომას" უმასპინძლებს. პრეს-კონფერენციაზე "წითლების" დამრიგებელმა იურგენ კლოპმა შემდეგი განაცხადა:

"ამ გუნდთან საერთო ისა გვაქვს, რომ ტურნირზე შეხვედრები სუსტი გუნდებით დავიწყეთ და ახლა ძლიერებს ვეთამაშებით. რა საერთო მაქვს ეუსებიო დი ფრანჩესკოსთან? ორივენი სათვალეებს ვატარებთ და თმის უცნაური ვარცხნილობა გვაქვს.

მართალი გითხრათ, "რომას" სათამაშო სტილს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, კარგად ორგანიზებული გუნდია. ბოლო-ბოლო მეოთხედფინალიდან "ბარსელონა" გამოაგდო. როდესაც სიმეონემ მითხრა, "ბარსას" 3:0 მოუგოო, ხუმრობა მეგონა.

ჯალოროსოში ჩამოყალიბდა სალაჰი დიდ ფეხბურთელად და ამისათვის მადლობელი ვარ. ისინი
კარგად იცნობენ მოჰამედს, მოჰამედი კი კარგად იცნობს მათ. ასე რომ, ერთმანეთს ვერანაირ სიურპრიზებს ვერ მოუმზადებენ.

არსებობს თუ არა ჩემი იტალიაში მუშაობის ალბათობა? იტალიასთან ჩემი მთელი ურთიერთობა იტალიურ რესტორანში სპაგეტის მირთმევით ამოიწურება".
მკითხველის კომენტარები / 1 /
აქ შეიძლება კარგად ვერ გაიცნო მაგრამ მერწმუნე რომში უკეთ გაიცნობ )))
ტოტტი
08:30 24-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული