უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

მადრიდელებს კარგი მოგონება აქვთ: ვინ იქნება "ბაიერნი"-"რეალის" მატჩის მსაჯი?

AutoSharing Option
25 აპრილს მიუნხენის "ბაიერნისა" და მადრიდის "რეალის" ნახევარფინალურ დაპირისპირებას ჰოლანდიელი ბიორნ კუიპერსი განსჯის.

მასთან "სამეფო კლუბს" შესანიშნავი მოგონებები აკავშირებს.

კუიპერსი იყო ის არბიტრი, რომელიც ლისაბონში "რეალისა" და "ატლეტიკოს" 2014 წლის ფინალურ მატჩს სჯიდა. მაშინ "ბლანკოსმა" დამატებით დროში 4:1 იმარჯვა.

კუიპერსი საერთაშორისო არბიტრი 2006 წლიდანაა და ის ასევე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც იმსაჯებს.