უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ოლივერ კანი: რობერტ ლევანდოვსკი საკადრისად ვერ თამაშობს

AutoSharing Option
"ბაიერნის" ლეგენდარულმა მეკარემ ოლივერ კანმა აღნიშნა, რომ მიუნხენური გუნდის ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი უკანასკნელ მატჩებში არ ბრწყინავს:

"ლევანდევსკიმ თამაშს მოუკლო. "რეალთან" ვერაფერი ვერ გააკეთა. ახლა ის იმ სტატუსს ვერ შეესაბამება, რომელიც უნდა, რომ ჰქონდეს. ბოლომდე ბრძოლა მართებს, ბლანკოსთან შეხვედრაში კი ეს ვერ ვიხილეთ.

ამიტომ ჰაინკესმა ვერ გამოიყენა გუნდის პოტენციალი. როდესაც თუნდაც ერთი ფეხბურთელი ამოვარდნილია საერთო ანსამბლიდან, დადებითი შედეგის მიღწევა ძალიან ძნელია".