უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ლუკა მოდრიჩი: მივეჩვიეთ, რომ ჩვენი წარმატების დაკნინება სურთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"თამაში ძალიან რთული გამოვიდა. ისეთი გუნდები, როგორიც "ბაიერნია", არ ნებდებიან. მათ ძალიან ბევრი ირბინეს და ოსტატობით გამოირჩევიან, მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ მოთმენა და თანაგუნდელებისთვის ბრძოლა.

მსაჯობა? არ მინახია ეს ეპიზოდი (არდანიშნულ პენალტზე). მივეჩვიეთ, რომ ჩვენი წარმატების დაკნინება სურთ", - თქვა მოდრიჩმა.

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალმა" "ბაიერნს" გაუძლო და ფინალში გავიდა [VIDEO]
▶ 2 არდანიშნული პენალტი მადრიდის "რეალის" კარში [VIDEO]

მომზადებულია As-ის მიხედვით