მარსელო: მთლიანად მეტოქეზე ვფიქრობთ და არა კონკრეტულად რამდენიმე ფეხბურთელზე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი მადრიდის "რეალის" მცველმა მარსელომ გააკეთა.

"ძალიან კარგად ვიცი რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემს გუნდს დავეხმარო. "ლივერპული" დიდებული გუნდია, რომელსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.

სიმართლე გითხრათ, ჩვენ მთლიანად გუნდზე ვფიქრობთ და არა კონკრეტულად ერთ ან ორ ფეხბურთელზე".

მარსელოს იურგენ კლოპის კომენტარზეც ჰკითხეს, რომელმაც თქვა, რომ ბრაზილიელმა დაცვაში თამაში არ იცის.

"ეს კომენტარი მეც მოვისმინე და ყველას აქვს უფლება რაც უნდა ის თქვას. ბედნიერი ვარ იმით რასაც ვაკეთებ, ჩემი თანაგუნდელებითა და ნაკრებით.

მე მხოლოდ ჩემს სამუშაოს
ვასრულებ. ჩემი მოტივაციაა, გავიღვიძო, ვივარჯიშო, ვითამაშო კარგი ფეხბურთი და მოვიგოთ ყველა ტურნირი სადაც ვმონაწილეობთ", - აღნიშნა მარსელომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული