უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ოლივერ კანი სალაჰის და კარვახალის ცრემლებზე: რატომ ტირიან?

AutoSharing Option
"ბაიერნის" და გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ოლივერ კანმა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ტრავმირებული "ლივერპულის" თავდამსხმელის მოჰამედ სალაჰის და "რეალის" მცველის დანი კარვახალის მიერ მოედნის თვალცრემლიანად დატოვებაზე გააკეთა კომენტარი.

"ისინი სისტემატურად ტირიან. ტირილი თამაშის შემდეგ გასახდელში შეიძლება. მე არ მესმის, ეს როდის შემდეგ გახდა ნორმა. ტრავმის მიღების შემდეგ, ყველანი ტირილს იწყებენ, - განუცხადა კანმა Stern.de-ს.

"მანჩესტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სკოულზმა კი თქვა, რომ თანამედროვე ფეხბურთელები გულჩვილები არიან.