ჩემპიონთა ლიგა. I ტური: "ბარსელონამ" მესის ჰეთ-თრიკით იმარჯვა, "ინტერმა" "ტოტენჰემს" 0:1-ს მერე მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
18 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის პირველ სათამაშო დღეს, უეფას გადაწყვეტილებით, ორი მატჩი ადრე ჩატარდა და ამიერიდან ეს ასე იქნება.

B ჯგუფში ორი შეხვედრა ერთდროულად გაიმართა.

"ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე პსვ 4:0 გაანადგურა.

ანგარიში ამ შეხვედრაში საჯარიმოდან მესიმ გახსნა და 2018/1/2019 წლების გათამაშებაზე პირველი გოლი გაიტანა. ის მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ამ ტურნირზე ზედიზედ 14 სეზონში გაიტანა გოლი და რაულის მიღწევა გაიმეორა.

მეორე ტაიმში ეინდჰოვენელებს გოლი ჯერ დემბელემ გაუტანა, შემდეგ კი მესიმ. 79-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და
გააძევა "ბარსას" მცველი უმტიტი. მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნისა, ასულგრანამ შეტევები არ შეაჩერა და მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამ ტურნირზე 8 ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ბარსელონა. "ნოუ კამპი". 73 462 მაყურებელი

ბარსელონა - პსვ 4:0
გოლები: 1:0 მესი (31), 2:0 დემბელე (75), 3:0 მესი (77), 4:0 მესი (87)
გაძევება: უმტიტი (79)
ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, სერხი რობერტო, უმტიტი, რაკიტიჩი (ვიდალი 83), ბუსკეტსი, კოუტინიო (ლენგლეტი 81), მესი, სუარესი, დემბელე (არტური 83)
პსვ: ზუტი, შვააბი, ვერგიევერი (ისიმატ-მირინი 66), ანხელინო, დუმფრისი, ჰენდრიქსი, პერეირო, როსარიო (გუტიერესი 82), დე იონგი, ბერგვინი (მალენი 78), ლოსანო

altერნესტო ვალვერდე: ლეო მესი არაჩვეულებრივია




"ინტერი" სახლში "ტოტენჰემი" 2:1 დაამარცხა.

ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობდა, უფრო სახიფათოდ სტუმრები უტევდნენ და შესვენების შემდეგ ერიკსენმა დალაშქრა ჰანდანოვიჩის კარი. ამის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და იკარდიმ საპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო ვესინომ კომპენსირებულ დროში ნერიაძურის გამარჯვება მოუპოვა.

მილანი. "სან სირო". 64 123 მაყურებელი

ინტერი - ტოტენჰემი 2:1
გოლები: 0:1 ერიკსენი (54), 1:1 იკარდი (86), 2:1 ვესინო (90+2)
ინტერი: ჰანდანოვიჩი, მირანდა, დე ვრეი, შკრინიაკი, პერიშიჩი (კანდრევა 64), ნაინგოლანი (ბორხა ვალერო 89), ასამოა, ვესინო, ბროზოვიჩი, იკარდი, პოლიტანო (ბალდე 72)
ტოტენჰემი: ვორმი, ვერტონგენი, ორიე, დევისი, სანჩესი, დემბელე, ლამელა (უინკსი 72), ერიკსენი, დაიერი, სონი (მოურა 64), კეინი (როუზი 90)


მკითხველის კომენტარები / 1 /
წინ ინტერ!
ვახო...
23:12 18-09-2018
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული