ჩემპიონთა ლიგა. I ტური: გმირი ფირმინიო [VIDEO]

AutoSharing Option
18 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დარჩენილი 6 მატჩი გაიმართა.

განსაკუთრებულ ინტერესს რა თქმა უნდა, "ლივერპული" - პსჟ იწვევდა. ანგარიში 30-ე წუთზე სტარიჯმა გახსნა, რომელმაც ამ ტურნირზე ძირითად შემადგენლობაში უკანასკნელად 2012 წლის მარტში ითამაშა. შემდეგ მილნერმა თერთმეტმეტრიანით მეორედ დალაშქრა არეოლას კარი. პირველი ტაიმის ბოლოს კი მუნიემ ერთი ბურთი გაქვითა.

მიუხედავად იმისა, რომ პარიზულ გუნდს ანგარიშის გასათანაბრებლად აქტიურობა მართებდა, უპირატესობას მეორე ტაიმშიც მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა გოლი საკუთარ კარში მიიღეს - თავი მბაპემ გამოიჩინა. მაინც მიაღწიეს მერსისაიდელებმა თავისას. კომპენსირებულ დროში
გამარჯვების გოლი ფირმინომ გაიტანა.


მეტად ცუდ ფორმაში მყოფი "ლოკომოტივი" სტამბულში დამარცხდა "გალათასარაისთან". პირველი გოლი ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა როდრიგესმა შორიდან დარტყმით გაიტანა,  მეორე თავდამსხმელმა დერდიოკმა საჯარიმოდან. ამის მერე მსაჯმა სტამბულელთა ჰავბეკი ნდიაე გააძევა და კაცნაკლულებმა მესამეჯერ მოახერხეს "რკინიგზელთა" დამწუხრება - აკბაბა მეკარე გილერმემ წააქცია და პენალტი ზუსტად დერდიოკმა შეასრულა. მოსკოველთა მცველმა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა.


"პორტუმ" სტუმრად ფრე გაუგორა "შალკეს", თუმცა მოგებაც შეეძლო, მაგრამ ორიდან ერთი პენალტი ვერ გამოიყენა.

"დრაკონების" მეკარე კასილიასი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მე-20 სეზონს თამაშობს.


A ჯგუფი
ბრიუგე. "იან ბრეიდელსტადიონი"
ბრიუგე - დორტმუნდი 0:1
გოლები: პულიშიჩი (84)


მონაკო. "ლუი II "
მონაკო - ატლეტიკო 1:2
გოლები: 1:0 გრანდსირი (18), 1:1 დიეგო კოშტა (31), 1:2 ხიმენესი (45)


C ჯგუფი
ბელგრდი. "რაიკო მიტიჩი"
ცრვენა ზვეზდა - ნაპოლი 0:0

ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - პსჟ 3:2
გოლები: სტარიჯი (30), 2:0 მილნერი (36, პენ), 2:1 მუნიე (40), 2:2 მბაპე (83), 3:2 ფირმინო (90+1)

D ჯგუფი
სტამბული. "ტელეკომი"
გალათასარაი - ლოკომოტივი 3:0
გოლები: 1:0 როდრიგესი (9), 2:0 დერდიოკი (67), 3:0 ინანი (90+4, პენ)
გაძევება: ნდიაე (გალათასარაი, 87)

გელზენკირხენი. "ველტინს არენა"
შალკე - პორტუ 1:1
გოლები: 1:0 ემბოლო 64), 1:1 ოტავიო (75, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ტელესი (პორტუ, 13)

altჩემპიონთა ლიგა. I ტური: "ბარსელონამ" მესის ჰეთ-თრიკით იმარჯვა, "ინტერმა" "ტოტენჰემს" 0:1-ს მერე მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ტეხელი რა შუაშია.კიდე კარგად გადარჩნენ.
ლივერპულია უმაგრესი
მანე
13:52 19-09-2018
1
ნეიმარში 200 მილიონს რომ გადაიხდი, მეტის ღირსი ხარ. კარგია რომ, მხოლოდ დიდი ფული არ არის საკმარისი დიდი საფეხბურთო კლუბის დაბადების გარანტი.
ჯორკაეფი
13:43 19-09-2018
1

სიახლეები პოპულარული