უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ზაზა ჯანაშია: "ლოკომოტივს" რომ პირველი გოლი გაეტანა, "გალათასარაი" შეშინდებოდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, "ლოკომოტივის" სტამბულში "გალათასარაისთან" განადგურების შემდეგ (0:3),"ლოკოს" ყოფილმა თავდამსხმელმა ზაზა ჯანაშიამ კომენტარი გააკეთა.

"მთელი საქართველო "ლოკომოტივს" გულშემატკივრობდა და წაგება ძალიან დასანანია. ვუყურე თამაშს და უნდა გითხრათ, საწყენია ასეთი დამარცხება. 0:3 ნამეტანია.

თურქეთში ვასპარეზობდი და ვიცი, ეს რაც არის. იქ მაგარი ქომაგობა იციან. გუნდს აქტიურ თამაშს აიძულებენ. ჩვენს გუნდს შეტევაში რაღაც არ ეყო. ედერიც შევიდა შეცვლაზე და ვერაფერი ვერ შეცვალა. ფეხბურთელი, რომელიც ასეთ მატჩში შეცვლაზე შედის, რამე უნდა შეცვალოს, მან კი ვერაფერი ვერ გააკეთა.

პირველ ტაიმში
"ლოკომოტივს" უნდა გაეტანა გოლი და ეს რომ მოეხერხებინა, მეტოქე შეშინდებოდა", - განუცხადა ჯანაშიამ ტელეარხ "მატჩ პრემიერს".

altsports.ru: საბა კვირკველია დაცვის მეფეა - ჰაერსა და მიწაზე არავის არ ახარებს

ასევე დაგაინტერესებთ