ერნესტო ვალვერდე: ლეო მესი არაჩვეულებრივია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პსვ-ს განადგურების (4:0) შემდეგ, "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ჰეთ-თრიკის ავტორი ლეო მესი შეაქო.

"რასაც მესი აკეთებს, ნორმალურია, რადგან მას რეგულარულად ვუყრებთ.

არ იქნებოდა ნორმალური, ეს ვინმე სხვას რომ გაეკეთებინა. ლეო კი არაჩვეულებრივ რამეებს აკეთებს. ტან ისე, რომ ჩვეულებრივად მოგაჩვენებს. საჯარიმოდან მაგარი გოლი გაიტანა.

კარგი იყო დემბელე. გოლები გააქვს, სტაბილურად თამაშობს და ეს შრომით დაიმსახურა.

სავსებით ბუნებრივია, რომ გაგვიჭირდა. მეტოქე ორგანიზებულად მოქმედებდა, კონტრშტევაზე შანსის გამოყენებას ცდილობდა.  მათი იერიშები სახიფათო იყო.

პირველი გოლის გატანა გაგვიჭირდა. კარგად დავიწყეთ მეორე
ტაიმი, ვდომინირებდით და ტემპს არ ვაგდებდით. მეორე გოლის შემდეგ თამაში დასრულდა".

alt ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: "ბარსელონამ" მესის ჰეთ-თრიკით იმარჯვა, "ინტერმა" "ტოტენჰემი" კომპენსირებულ დროში დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული