უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა. I ტური: რონალდო გააძევეს, "მანჩესტერ სიტის" გარდა კი ყველა ფავორიტმა გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
19 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დარჩენილი 6 მატჩი გაიმართა. მივყვეთ თანმიმდევრობით.

"ბაიერნმა" კლასი აჩვენა და თავიდანვე აჩვენა "ბენფიკას", ვინ იყო ფავორიტი და ვინ აუტსაიდერი. ბუნდესლიგაზე ჩინებულად სტარტაღებულმა "რეკორდმაისტერმა" "არწივებს" შანსი არ დაუტოვა - 2:0.


"ლიონი" მოულოდნელად დაწინაურდა სტუმრად "მანჩესტერ სიტისთან" 2:0, შემდეგ მასპინძლებმა მხოლოდ ერთი საპასუხო ბურთის გატანა შეძლეს და დამარცხდნენ. "სიტი" პირველი ინგლისური გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მიჯრით ოთხჯერ დამარცხდა.


"რეალმა" კლასი აჩვენა
"რომას" და აჩვენა, რომ რონალდოს გარეშეც არ უჭირს მოწინააღმდეგეებთან გასწორება - 3:0. ბლანკოსის მცველმა სერხიო რამოსმა ტურნირზე 37-ე ყვითელი ბარათი მიიღო და პოლ სკოულზის ანტირეკორდი დაამხო. "რეალმა" ევროტურნირების ზედიზედ 43-ე შეხვედრაში გაიტანა გოლი, რაც რეკორდია.


თავად რონალდო კი "ვალენსიასთან" მატჩის 29-ე წუთზე მსაჯმა ფელიქს ბრიხმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. მან მიიჩნია, რომ პორტუგალიელმა მეტოქე გუნდის მცველს მურილიოს სახეში გარტყა. კრიშტიანომ ამ ტურნირის 154- ე მატჩი ჩაატარა, პირველად გააძევეს და თვალცრემლიანმა დატოვ მოედანი. თუმცა, მიუხედავად ამისა, "იუვემ" მაინც გაიმარჯვა - 2:0.


altESPN-ის ჟურნალისტი: რონალდოს გაძევება მსაჯის სირცხვილია

ცსკა-მ 90+5-ე წუთზე მიაღწია გატანილი პენალტით ფრეს ჩეხეთში "ვიკტორიასთან" - 2:2.

"მანჩესტერი" კი გასვლაზე ადვილად გაუსწორდა "იანგ ბოიზს" - 3:0.






E ჯგუფი
ლისაბონი. "და ლუში"
ბენფიკა - ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (10), 0:2 სანშესი (54)

F ჯგუფი
მანჩესტერი. "ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი - ლიონი 1:2
გოლები: 0:1 კორნეტი (26), 0:2 ფეკირი (43), 1:2 ბერნანდო სილვა (67)

G ჯგუფი
მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ"
რეალი - რომა 3:0
გოლები: 1:0 ისკო (45), 2:0 ბეილი (58), 3:0 დიასი (90+1)

პლზენი. "დოოსანი"
ვიკტორია - ცსკა 2:2
გოლები: 1:0 კრმენჩიკი (29), 2:0 კრმენჩიკი (41), 2:1 ჩალოვი (49), ვლასიჩი (90+5, პენ)

H ჯგუფი.
ვალენსია. "მესტალია"
ვალენსია - იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 პიანიჩი (45, პენ), 0:2 პიანიჩი (51, პენ)
გაძევება: რონალდო (29)

ბერნი. "ვანკდორფი"
იანგ ბოიზი - მანჩესტერი 0:3
გოლები: 0:1 პოგბა (35), 0:2 პოგბა (44, პენ), 0:3 მარსიალი (66)

altჩემპიონთა ლიგა. I ტური: ხოჭოლავას "შახტარი" "ჰოფენჰაიმთან" წაგებას გადაურჩა [VIDEO]