ქარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე რაულის და ლეო მესის რეკორდი გაიმეორა

AutoSharing Option
"პლზენთან" მოგებულ (2:1) მატჩში ქარიმ ბენზემამ გოლი გაიტანა, რაულის და ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა და მათ შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 14 სხვადასხვა გათამაშებაში მოახერხა გოლის გატანა.

მთლიანად 14 წლის განმავლობაში, ბენზემამ 57 გოლი გაიტანა, ამ მაჩვენებლით კი რაულსაც და ლეო მესისაც საგრძნობლად ჩამორჩება.

ფრანგმა პირველი გოლი "ლიონის" რიგებში "რუსენბორგს" 2005 წელს გაუტანა.

მადრიდის "რეალმა" კი ბოლო ექვს მატჩში პირველად გაიმარჯვა, ხოლო 28 ოქტომბერს "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" ეწვევა.

alt

ბენზემა ისევ შარში გაეხვა - ამჯერად ადამიანის გატაცების მცდელობაში ადანაშაულებენ

altბენზემა ადამიანის გატაცების მცდელობას უარყოფს და მზადაა "რეალი" დატოვოს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული