უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ანხელ დი მარია: "ლივერპული" და "ნაპოლი" პსჟ-ზე ძლიერები არიან

AutoSharing Option
პსჟ-ს ლიგა 1-ში საქმეები კარგად მისდის, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ცუდად ასპარეზობს.

ფრანგული გრანდის ვარსკვლავი ანხელ დი მარია მიიჩნევს, რომ მისი გუნდი მოახერხებს რთული ჯგუფიდან გასვლას და მერვედფინალში მოხვედრას.

"ჩემპიონთა ლიგაზე გაგვიჭირდა, თუმცა გამონაკლისები ნამდვილად არ ვართ. კენჭისყრამ ჯგუფში ჩვენზე უკეთეს გუნდებთან მოგვახვედრა, "ლივერპული" და "ნაპოლი" სახლში ძალიან ძლიერები არიან, თუმცა სამი მნიშვნელოვანი მატჩი დაგვრჩა, რომლებიც გადამწყვეტი იქნება. კარგი გუნდი და დიდებული მწვრთნელი გვყავს. თუ 100 პროცენტით დავიხარჯებით, მერვედფინალში გავალთ" - განაცხად დი მარიამ.

ამ ეტაპზე პსჟ ჯგუფში მესამე პოზიციას ოთხი
ქულით იკავებს, შემდეგ ტურში კი სტუმრად "ნაპოლის" ეთამაშება.

altანხელ დი მარიამ პსჟ-სთან კონტრაქტი გააგრძელა

altინსინიე: განმეორებით მატჩში პსჟ უნდა დავამარცხოთ

ასევე დაგაინტერესებთ