უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

მოურინიომ "იუვენტუსის" ფანებს ირონიული ჟესტით აჩვენა, ვითომ მათ გინებას უსმენდა

AutoSharing Option
ტურინში ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერმა" თამაში შემოუტრიალა "იუვენტუსს" (1:2), სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კი ხელი ყურთან მიიტანა და ჟესტით აჩვენა, ვითომ მათ მიერ მის შეურაცხყოფას უსმენდა.

"ოლდ ტრაფორდზე" გამართულ წინა შეხვედრაში პორტუგალიელმა "იუვეს" ფანებს სამი თითი უჩვენა, რაც 2009/2010 წლების სეზონში "ინტერში" შესრულებულ ტრებლს ნიშნავდა.

ნამატჩევს მოურინიომ თქვა, რომ ძალიან კარგი, ტოპ-თამაში იყო, მაღალ დონეზე იასპარეზეს და ამაყია თავისი ფეხბურთელებით.