უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ეს როგორ შეიძლება? - "შახტარი" "ლიონთან" შესაძლოა საფრანგეთში ათამაშონ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "შახტარი" "ლიონს" მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში გადის.

უკრაინაში ვითარების გამწვავება სურს სათავისოდ გამოიყენოს "ლიონს" და ხარკოვში თამაშზე უარი განაცხადა.

"კიკერი" იტყობინება, რომ არაა გამორიცხული, შეხვედრა საფრანგეთში გაიმართოს.

ანუ, ასეთ შემთხვევაში "ლიონი" "შახტართან" ორივე მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს და დონეცკურ გუნდს ნეიტრალურ მოედანზე თამაშსაც კი არ სთავაზობენ.

უკრაინის მხარე ამის კატეგორიული წინააღმდეგია და მატჩის გამართვას იმ ქალაქში სთავაზობს, სადაც გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობა არ მოქმედებს - კიევში ან ლვოვში.

შეხვედრა 12 დეკემბერს უნდა ჩატარდეს.