უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში VAR-ს გამოიყენებენ

AutoSharing Option
უეფამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიდეოგამეორების სისტემის, VAR-ის გამოყენებას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალიდან დაიწყებს.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტი დღეს დილით დუბლინში შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ წარმატებული ტექნოლოგიური ექსპერიმენტებისა და მსაჯების ტრენინგების შემდეგ სისტემის გამოყენებას ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალიდან დაიწყებენ, რომელიც თებერვალში გაიმართება.

გარდა ამისა, კომიტეტმა ვიდეოგამეორების სისტემის გამოყენება ევროპა ლიგის ფინალში, ერთა ლიგის ფინალსა და ევრო 2019-ის ახალგაზრდულ ფინალურ ეტაპზე გადაწყვიტა.

altმასიმილიანო ალეგრი: ვიდეოგამეორება მსაჯს რონალდოს გაძევების ეპიზოდში დაეხმარებოდა

altარტურო ვიდალი: ვიდეოგამეორება რომ ყოფილიყო, "ბაიერნს" ახლა ჩემპიონთა ლიგა ორით მეტჯერ ექნებოდა მოგებული