კიევი "შახტარის" მხარდასაჭერად ემზადება - ათამაშებენ "ლიონთან" ხოჭოლავას?

AutoSharing Option
12 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში "შახტარი" "ლიონს" კიევში უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში გავა. ეს ორივე გუნდისთვის ფინალის ტოლფასი დაპირისპირებაა.

მატჩი ხარკოვში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უკრაინის ნაწილში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების გამო კიევში გაიმართება.

"ლიონს" უნდოდა შეხვედრა საფრანგეთში გამართულიყო, თუმცა უეფამ ამის უფლება არ მისცა.

"დინამო" და "შახტარი" რბილად რომ ვთქვათ, პრინციპული მეტოქეები არიან, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ დედაქალაქელებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. 70-ათასიან "ოლიმპიისკიზე" ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია.

კიეველებს "მეშახტეთა" გულშემატკივრობისაკენ მოუწოდა "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა. მან განაცხადა,
რომ მეორე დღეს ამავე არენაზე მათ აქვთ ევროპა ლიგაზე თამაში, მოედანი კარგ მდგომარეობაში არ იქნება, თუმცა მათმა გუნდმა უკვე გადალახა ჯგუფური ეტაპის ბარიერი და დონბასელებს უნდა უქომაგონ.

ყველას აინტერესებს მიიღებს თუ არა ამ შეხვედრაში მონაწილეობას დონეცკური გუნდის ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა. მან პრემიერლიგის მე-17 ტურში "ოლიმპიკთან" შეხვედრაში მუხლის მცირე ტრავმა მიიღო და შეცვალეს, მე-18 ტურში "მარიუპოლთან" მატჩში მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ კი შეიყვანა განაცხადში, მაგრამ არ გარისკა და არ ათამაშა. დღეს ხოჭოლავამ გუნდთან ერთად ივარჯიშა (იხ. სურათი) და სავარაუდოდ, ფონსეკამ "ლიონთან" ძირითად შემადგენლობაში უნდა დააყენოს, რადგან "ჰოფენჰაიმთან" სამი ცენტრალური მცველით ითამაშეს და თანაც, გამოცდილი მცველი იაროსლავ რაკიცკი ტრავმირებულია. ვნახოთ.

ბარემ გეტყვით, რომ კიევში 12 დეკემბერს ტეპერატურა 0 გარდუსი იქნება და თოვაა გამოცხადებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული