უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

სოლარი: გულშემატკივრებმა გვისტვინეს - ჩვენც არ მოგვეწონა ჩვენი თამაში

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში ცსკა-სთან დამარცხების (0:3) შემდეგ კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ გააკეთა.

"რა თქმა უნდა, სახლში წაგება სასიამოვნო არაა. ჩვენ ასეთ შედეგს არ ველოდით.

ნორმალურია, რომ ფანებმა გვისტვინეს. თუ არ მოსწონთ შედეგი, ან რაც მოედანზე ხდება, ისინი ასე გამოხატავენ ემოციებს. ჩვენი თამაში ჩვენც არ მოგვეწონა.

შემადგენლობის დაყენებისას გავრისკე და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. მინდოდა ახალგაზდებს ეთამაშათ".