სანტიაგო სოლარი თვლის, რომ "რეალმა" ზედიზედ მეოთხედ უნდა მოიგოს ჩემპიონთა ლიგა

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელს სანტიაგო სოლარის მიაჩნია, რომ მიჯრით მეოთხედ შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგის მოგება.

"ფეხბურთი ოცნებების ახდენისთვის არსებობს. როდესაც პატარა ხარ, უმაღლეს დონეზე თამაში ოცნებაა.

ხანდახან ოცნებები არ გიხდება და მიზანს ვერ აღწევ. ფეხბურთი ყველაფრის თავიდან დაწყებას გვაიძულებს და ამისათვის ძალების გამონახვაა საჭირო.

"რეალის" მიერ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეოთხედ მოგება? ამ გუნდისთვის არაფერი არაა შეუძლებელი", - ციტირებს სოლარის "მარკა".

წარმატებული სერიის შემდეგ ბლანკოსი ლა ლიგაზე მე-2 ადგილზე გადავიდა და ლიდერ "ბარსელონასთან" ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სოლარიმ ნამეტანი მოინდომა ძაან ოცნებენში შევიდა.
beso
13 თებერვალი 2019 21:24
0
სოლარ შე უტვინო წელს ვეღარ დაგეხმარებიან შაქირი და კაშაი ვარი შემოიტანეს და ჩა...ბა ოცნებებში ;)
aboeeee
12 თებერვალი 2019 09:51
8
რეალისგან არაფერია გამორიცხული მეგობარო რეალთან გვაქ საქმე. ჩლზე სულ სხვა გუნდია მადრიდის რეალი.
ფენომენო
12 თებერვალი 2019 11:41
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული