უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგაში ლეგენდარულ ფეხბურთელებს გაუთანაბრდა

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ამ ტურნირზე რიგით მე-14 გოლი გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით მბაპე უკვე გაუთანაბრდა ლეგენდარულ ზინედინ ზიდანს. აღსანიშნავია, რომ 14 გოლის გასატანად მბაპეს მხოლოდ 24 მატჩი დასჭირდა, ხოლო ზიდანს - 80.

ხოლო ბრაზილიელ რონალდოს 14 გოლის გასატანად 40 მატჩი დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მა "მანჩესტერ იუნაიტედს" სტუმრად ანგარიშით 2:0 სძლია.

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: პსჟ-მ ნეიმარისა და კავანის გარეშე "მანჩესტერს" სტუმრად მოუგო [VIDEO]