19 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი "ლივერპულსა" და "ბაიერნს" შორის უგოლოდ დასრულდა.
პირველ ტაიმში როგორც მოსალოდნელი იყო, უფრო ხშირად მასპინძლები უტევდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. კარში უფრო ხშირად კი სტუმრები ურტყამდნენ.
მეორე ტაიმში "ბაიერნმა" თამაშის დამშვიდება და სასურველ ტემპში გადაყვანა მოახერხა, "ენფილდიც" დაწყნარდა. 76-ე წუთზე "წითლების" მწვრთნელმა კლოპმა ორმაგი ცვლილება განახორციელა, კეიტასა და ფირმინოს ნაცვლად მოედანზე მილნერი და ორიგი შეუშვა და თამაშის გამწვავება სცადა. არაფერიც არ გამოუვიდა, 0:0 და ყველაფერი 13 მარტს მიუნხენში გადაწყდება.
კიმიჰმა მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო და განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს.
რიბერიმ ევროტურნირებზე "ბაიერნის" შემადგენლობაში მე-100 მატჩი ჩაატარა.
"ლივერპული" ევროტურნირების ზედიზედ მე-20 საშინაო მატჩში არ დამარცხდა.
ლივერპული. "ენფილდი". 52 250 მაყურებელი
ლივერპული - ბაიერნი 0:0
ლივერპული: ალისონი, ალეკსანდრ-არნოლდი, მატიპი, ფაბინიო, რობერტსონი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი, კეიტა (მილნერი 76), მანე, ფირმინო (ორიგი 76), სალაჰი
ბაიერნი: ნოიერი, კიმიჰი, ზულე, ჰუმელსი, ალაბა, მარტინესი, ალკანტარა, გნაბრი (რაფინია 90+1), ხამესი (სანშეში 88), კომანი (რიბერი 81), ლევანდოვსკი