იურგენ კლოპი: ეს ჩემპიონთა ლიგის დონის თამაში არ იყო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" ნამატჩევს (0:0) "ლივერპულის" მენეჯერი იურგენ კლოპი ვერ იყო მთლად კმაყოფილი.

"თავად გავირთულეთ საქმე. უკეთ შეგვიძლია თამაში და უნდა ვითამაშოთ კიდეც. პირველ ტაიმში შედარებით სახიფათო მომენტები გვქონდა. მეორე ტაიმში კი არც ერთ გუნდს მომენტი არ შეუქმნია. ამ თვალსაზრისით ეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა არ იყო.

შედეგი ნორმალურია, თუმცა საოცნებო არაა. გოლი არ გავუშვით მაშინ, როდესაც დიდი ბიჭი, ვან დეიკი არ გვყავდა. ბევრი ჩვენგან ამას არ მოელოდა. თავს ცუდად არ ვიცავდით. გახარებული არა ვარ, მაგრამ შედეგი მაწყობს.
"ბაიერნი" რომ საკუთარ შესაძლებლობებში
დარწმუნებული ყოფილიყო, შემოგვიტევდა და ჩვენ იერიშების მოსატანად მეტი საშუალება გვექნებოდა.

რა თქმა უნდა, 30 წლის შემდეგ ასეთ თამაშს ვერ გაიხსენებ. რას იზამ", - განაცხადა კლოპმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული