ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: "მანჩესტერი" პარიზში ნახევარი გუნდით ჩადის

AutoSharing Option
დღეს, 6 მარტს ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი.

დღის ცენტრალური შეხვედრა პარიზში გაიმართება, სადაც პსჟ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიიღებს, "რომა" კი "პორტუს" ესტუმრება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგაში წარმატებით ასპარეზობს. ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ გუნდი ქულებს ფაქტობრივად აღარ კარგავს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები მინიმუმამდე შეიმცირა.

ამას ისიც ემატება, რომ საფრანგეთში ჩატარებულ შეხვედრაში წითელი ბარათი ინგლისელთა ლიდერმა პოლ პოგბამ მიიღო და ის დღეს გასამართ შეხვედრაში არ იქნება.

გარდა ამისა, "იუნაიტედს" სხვა სერიოზული
პრობლემებიც აქვს, ტრავმირებულები არიან ანტონიო ვალენსია, ანდერ ერერა, ნემანია მატიჩი, ხუან მატა, ჯესი ლინგარდი. საეჭვოა ალექსის სანჩესის, ენტონი მარსიალის და ფილ ჯონსის თამაშიც.

პსჟ-ს არც დღევანდელ მატჩში ეყოლება ნეიმარი, რომელიც დიდი ხანია ლაზარეთშია და უცნობია, როდის დაუბრუნდება გუნდს. უცნობია, მოახერხებს თუ არა მატჩში მონაწილეობას ედინსონ კავანი, თუმცა მწყობრშია კილიან მბაპე, სხვა ლიდერების არყოფნაში პსჟ მთლიანად ახალგაზრდა ფრანგის ირგვლივაა აწყობილი.

ფაქტები
  • ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პსჟ-ს საშინაო მატჩი ორბურთიანი სხვაობით მხოლოდ ერთხელ აქვს წაგებული.
  • "მანჩესტერ იუნაიტედი" და პსჟ ოფიციალურ შეხვედრებში მხოლოდ მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის 20 დღის წინ გაიმართა.
  • პირველ მატჩამდე "მანჩესტერს" ევროპულ ტურნირზე საკუთარ მოედანზე ერთ ბურთზე მეტი სხვაობით აქამდე არასდროს წაუგია.

6 მარტი. პარკ დე ფრანსი
პსჟ-მანჩესტერ იუნაიტედი 23:59 (2:0)
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ: ბუფონი, კეჰრერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი, ვერატი, მარკინიოსი, დანი ალვეში, დრაქსლერი, დი მარია, მბაპე
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, იანგი, ლინდელოფი, სმოლინგი, შო, ფრედი, მაკტომინი, პერეირა, დალოტი, ლუკაკუ, რაშფორდი.
არ ითამაშებს: ნეიმარი, ნსოკი (პსჟ), ერერა, ლინგარდი, ჯონსი, მარსიალი, მატა, მატიჩი, პოგბა, სანჩესი, ვალენსია (ყველა მანჩესტერი)
საეჭვოა: კავანი (პსჟ)

პორტუ - რომა
საინტერესო თამაში გველოდება პორტუგალიაში, სადაც "პორტუ" "რომას" მიიღებს. გუნდები ერთმანეთს 13 თებერვალს რომში შეხვდნენ და მატჩი "რომას" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

მართალია, იტალიელებმა გაიმარჯვეს, თუმცა "პორტუმ" სტუმრად გოლის გატანა მოახერხა და მხოლოდ მინიმალური სხვაობით დამარცხდა, რაც საპასუხო მატჩის წინ წყვილში ფავორიტის არსებობას გამორიცხავს.

პორტუგალიელები მატჩს უდანაკარგოდ ხვდებიან. მათ არცერთი ტრავმირებული მოთამაშე არ ჰყავთ. რაც შეეხება "რომას", იტალიელებს ტრავმის გამო თურქი შემტევი ჩენგიზ იუნდერი არ ეყოლებათ. საეჭვოა კოსტას მანოლასის და ნიკოლო ზანიელოს თამაშიც. სწორედ ახალგაზრდა იტალიელმა მოახერხა პირველ მატჩში "პორტუს" კარში დუბლის შესრულება.

ფაქტები
  • ბოლოს "პორტუ" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2014-15 წლების სეზონში იყო.
  • "რომამ" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს ჩატარებული 8 მატჩიდან მხოლოდ 1-ში გაიმარჯვა (1 ფრე, 6 მარცხი).
  • "რომას" მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 10 მატჩიდან 9-ში 2 გოლზე მეტი გავიდა.

6 მარტი. ესტადიო დო დრაგაო
პორტუ-რომა 23:59 (1:2)
სავარაუდო შემადგენლობები:
პორტუ: კასილასი, მილიტაო, პეპე, ალექს ტელესი, დანილო, ერერა, ოლივერ ტორესი, კორონა, ბრაჰიმი, მარეგა
რომა: ოლსენი, ფლორენცი, მანოლასი, მარკანო, კოლაროვი, კრისტანტე, დე როსი, პელეგრინი, ზანიოლო, ჯეკო, ელ შაარავი.
არ ითამაშებს: ჩენგიზ იუნდერი, პასტორე (ორივე რომა)
საეჭვოა: მანოლასო, ზანიოლო (ორივე რომა)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული