ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: რონალდო - "ატლეტიკო" 3:0 - მარტო ამისთვის ღირდა კრიშტიანოს შეძენა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 მარტს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "იუვენტუსმა" 3:0 დაამარცხა "ატლეტიკო" და მეოთხედფინალში გავიდა.

მადრიდში 0:2 დამარცხების შემდეგ "იუვე" ლამის გამოუვალ სიტუაციაში იმყოფებოდა, რადგან როხიბლანკო ასეთ უპირატესობას იშვიათად ანიავებს და მაინც ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდნენ ტურინული გუნდის ფეხბურთელები.

ბიანკონერის მწვრთნელმა ალეგრიმ დისკვალიფიცირებული ალეკს სანდროს ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში სპინაცოლა დააყენა, რომელსაც ამ ტურნირზე აქამდე არ უთამაშია.

მასპინძლები პირველ ტაიმში ბევრს უტევდნენ, სტუმრები თავს ჩვეულად, უნარიანად იცავდნენ, მომენტები ბევრი არ იქმნებოდა და მაინც გახსნა რონალდომ ანგარიში. მან ბერნარდესკის აწეულ ბურთზე ხუანფრანი დაჯაბნა და
ობლაკის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

შესვენების შემდეგ რონალდომ ისე გაიტანა გოლი, ისევ თავურით და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. 86-ე წუთზე კი მან ბერნარდესკის მონადირებული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და თავისი გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.

პირველი შეხვედრის ორბურთიანი სხვაობით წაგების შემდეგ "ბებერი ქალბატონი" ამ ტურნირზე პირველად გავიდა შემდეგ ეტაპზე.

კრიშტიანომ კარიერაში "ატლეტიკოს" 25 გოლი გაუტანა. ყველაზე მეტი გოლი მას "სევილიას" კარში აქვს გატანილი - 27. მან ჩემპიონთა ლიგაზე მე-8 ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის დაეწია.

ის ამ შეხვედრის წინ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს 3 გოლის გატანას დაპირდა.

კიელინიმ "იუვენტუსში" მე-500 მატჩი ჩაატარა.

"იუვემ" ამ შეხვედრაზე კლუბისთვის სარეკორდო 5.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი". 40 488 მაყურებელი
იუვენტუსი - ატლეტიკო 3:0
გოლები: 1:0 რონალდო (27), 2:0 რონალდო (49), 3:0 რონალდო (86, პენ)

იუვენტუსი: შესნი, კიელინი, ბონუჩი, კანსელუ, ჩანი, სპინაცოლა (დიბალა 67), მატიუიდი, პიანიჩი. ბარნერდესკი, მანჯუკიჩი (კინი 80), რონალდო

ატლეტიკო: ობლაკი, ხიმენესი, ხუანფრანი, არიასი (ვიტოლო 77), გოდინი, კოკე, ერნანდესი, საული, ლემარი (კორეა 57), მორატა, გრიზმანი

altრონალდომ სიმეონეს "დიდი კვერცხების" ჟესტი გაიმეორა და თქვა, რომ ასეთი საოცრებებისათვის მიიწვიეს

altმასიმილიანო ალეგრი: შევეცდებით ფინალში გავიდეთ და ჯიჯი ბუფონი თან წავიყვანოთ

 

altდიეგო სიმეონე: როდესაც მეტოქე ასეთ შეხვედრას ჩაატარებს, ისღა დაგრჩენია, მიულოცო

altანტუან გრიზმანი: რონალდო დიადი ფეხბურთელია - სამი მომენტი ჰქონდა და სამივე გამოიყენა


მკითხველის კომენტარები / 39 /
მიუხედავად იმის რომ იუვენტუსი იმსახურებდა გასვლას ეს ის კონტაკტი არ იყო პენალტი დანიშნულიყო მაგრამ კიდევერთხელ ვიმეორებ იუვენტუსი 100% იმსახურებდა გასვლას,რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონობას ეს ორივესთვის ოცნებად დარჩება რონალდოსთვისაც და მესისთვისაც,რონალდო დაიჯება მაგ ჟესტის გამო როგორც სიმეონე დაისაჯა და აგერ ნახავთ ყველა თავში არ უნდა აგივარდეს..., უმალვე დაეშვები მიწაზე როგორც სიმეონეს მოუვიდა....იმაზე ორი აზრი არაა რომ ერთერთი საუკეთესოა...
აკაკი
13 მარტი 2019 16:08
8
მესი თუ რონალდუ.ერთ რამეს ვიტყვი.კრიშტიანო რომ არგენტინელი იყოს არგენტინის ნაკრები მინიმუმ ერთხელ მაინც გახდებოდა მსოფლიო ჩემპიონი,იმიტომ რომ იგი ბუნებით ლიდერია,მებრძოლია,მაგალითის მიმცემი.რა თმა უნდა მესი მაგარი ტეხნიკურია მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიასთან ისე ჩაფლავდა რომ დავრწმუნდი იგი ლეგენდებთან პელესა და მარადონასთან ახლოს ვერასოდეს მივა.
ამაშია საქმე
13 მარტი 2019 13:38
5
ამაშია საქმე! შენ გატყონთ მესი "იდეა ფიქსად" გაქვს ამოჩემებული. (ადამიანი რომელიც გაგიჟდება, რომ არ ახსენოს ამოჩემებული პიროვნება) ტვინი, რომ წაგვიღე კრისტინა, რომ იყოს არგენტინელი მსოფლიოს მოიგებდაო.პორტუგალიელი თუ არის იმიტომ მოიგო მსოფ- ჩემ-ტი. და კიდევ ამ ორი ბებრებით მარადონათი და პელეთი ნუ გაგვიწყალე გული. ბიჭო რამდენჯერ გაგაფრთხილეთ შეცვალე პლასტინკა. ერთი და იგივე, აღარ დაიღალე ტო?!
lado
13 მარტი 2019 17:50
3
როცა სიმეონემ ის ცნობილი ჟესტი გააკეთა დავწერე, რომ დაისჯებოდა და მოსი გუნდი გამოვარდებოდა, ახლა ვწერ, რომ რონალდუ დაისჯება იმისთვის რაც გააკეთა, რადგან როცა მოიგებ ღმერთს უნდა შესწირო მადლობა და პირჯვარი გამოისახო და არა გენეტალიები ათამაშო.ტფუ თქვენი
Mmm
13 მარტი 2019 12:43
6
axla sad unda moikidos simeonem xeli?moikidos tu caichiros...
robi
13 მარტი 2019 11:57
2
რონალდო ცოტა კიდევ მაღალი რომ ყოფილიყო რას იფრენდა,
იკა
13 მარტი 2019 11:21
1
მიუხედავად იმისა, რომ იუვე მაგარი გუნდია მაგრამ მაინც გამიჩნდა 2 შეკითხვა:

1. როდესაც ვიდეო რეფერი ბურთის გადაკვეთას გვერდით ხაზზე (რეალი აიაქსი) ვერ ამჩნევს და თვლის რომ მთლიანად არ გადაუკვეთავსო. ხომ არ გეჩვენებათ, რომ მეორე გოლისას ჰაერში ბურთმა გადაკვეთა თუ არა მთლიანად კარის ხაზი ცოტა არ იყოს საკამათოა?
2. მესამე გოლის ეპიზოდში სად დაინახეთ კონტაქტი რომელსაც დასადები პენალტი, ქვია. პირადად მე კონტაქტში ეჭვი მეპარება.

მერე რა რომ გუშინ ატლეტიკოს თამაში შეიძლება ყველაფერს იმსახურებდა, მაინც სამართლიანობა ის ხომ არ არის მე რომ იუვე და რონალდო უფრო მომწონს?.

მასე მე საქართველოს ნაკრები (ჩვენი მკვლელი) მირჩევნია და გაგვხადონ მსოფლი ჩემპიონები (თუმცა ატლეტიკოს დონეზე ითამაშონ და მაგას ვჩივარ :). )
Sekitxva
13 მარტი 2019 10:52
12
მეგობარო შენ ალბათ გამეორებას არ უყურე არც ერთისას, ძალიან ნათლად ჩანდა ბურთის გადაკვეთა და თუ გახსოვს მსაჯს არც მოუთხოვია გამეორება, არც ატლეტიკოს გაუპროტესტებია გოლი. ასევე პენალტი გამეორებაზე ნათლად ჩანდა კორეამ ხელი წაჰკრა, შენ თუ არ უყურებდი გადაახვიე ნახე. თითქოს მონაყოლს იძახისო ისეთი შთბეჭდილებას ტოვებ.
Geo_Dinamo
13 მარტი 2019 14:29
0
გვერდითა ხაზზე არ იყენებენ იმ ტექნოლოგიას რასაც კარის ხაზზე გოლის დასადგენად.
Felisio
13 მარტი 2019 11:55
0
მესი თუ რონალდო? ჩემი ხმა მესის. ვინც მეთანხმება ლაიკ :)
ინტერაქტივი
13 მარტი 2019 09:58
58
ორივე ხელით მ ე ს ი.!!!!!
გია1
13 მარტი 2019 17:54
0
რონალდოსი არ გვეშინიაო.სულ ტყუილად.ვაჟკაცობა,შიშის გადალახვაა და არა უშიშრობა.მხოლოდ მათ არ აქვთ შიშის გრძნობა,ვინც ვერ აცნობიერებს საფრთხეს.ატლეტიკოს კი,უნდა შინებოდა.
სოსო
13 მარტი 2019 09:35
3
წელს ლიგა ბარსასია.
beso
13 მარტი 2019 09:32
23
ბესო გეთანხმები! ვივა ბარსა!
10
13 მარტი 2019 17:56
1
რონალდოს თუ არ აუკრძალავენ ატლეტიკოსთან თამაშას, სხვანაირად ვერ გამოვა.
1111
13 მარტი 2019 08:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული